გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

25-05-2018

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. 
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"