გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რატი ბრეგაძე: ჩემთვის არ არის გადამწყვეტი და საინტერესო, რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს ნინო ლომჯარია საკუთარ არჩევანს

6-05-2022

„ჩემთვის, პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ნამდვილად არ არის გადამწყვეტი და არც საინტერესო, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს ნინო ლომჯარია საკუთარ არჩევანს, როდესაც ის მივა საარჩევნო ყუთთან", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედთან" ინტერვიუში.


მინისტრის განმარტებით, მისთვის ძალიან საინტერესო და პრინციპულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას სახალხო დამცველი იყოს სრულიად აპოლიტიკური და მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, რადგან მისი მანდატი არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა.


„ნინო ლომჯარიამაც და ნებისმიერმა სხვა ინსტიტუციამაც უნდა ითანამშრომლონ როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ისე ყველა სხვა პირთან, რომელთა პირდაპირ ინტერესსაც წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური; ხოლო, რაც შეეხება ნდობისა და უნდობლობის საკითხებს, ჩვენ აღვასრულებთ კანონს და აღვასრულებთ სასამართლოს გადაწყეტილებას, რომელიც არის სააკაშვილთან დაკავშირებით და ნინო ლომჯარია ამას ზედამხედველობს. მე არ ვიცი, რა ქვენაგრძნობა შეიძლება იყოს მისი ქმედებების უკან, თუმცა, იგი არის ამ საკითხებით საკმაოდ დაინტერესებული. შეიძლება ვინმემ ისაუბროს გარკვეულ ტენდენციებზეც, მის პოლიტიკურ პრეფერენციებზე, თუმცა, ჩემთვის, პირადად, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ნამდვილად არ არის გადამწყვეტი და არც საინტერესო. ჩემთვის ძალიან საინტერესო და პრინციპულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ის იყოს სრულიად აპოლიტიკური და მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.