შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში პრეზენტაცია გამართა

6-05-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პარიზში „Partance MICE Expert“ ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ბიურომ საფრანგეთის 15 ასოციაციის წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.


სამუშაო შეხვედრის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საფრანგეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი და მასშტაბური ღონისძიებების გამართვის პერსპექტივები.