გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო შეთავაზებები მოუმზადა

6-05-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო სერვისებზე სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.


შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის წარმომადგენლებს ფასდაკლებას ან უფასო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ბიზნეს ქონსალთინგი, მარკეტინგი, საბუღალტრო, საგადასახადო, თუ სხვა ტიპის მომსახურებები.


დეტალურად, შეთავაზებების სრული ჩამონათვალი ხელმისავწდომია ბმულზე: https://bit.ly/3wbiJh8

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი - შემეცნებით-საგანმანათლებლოპლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა მეტად დავუჭიროთ მხარიჩვენს ბიზნესმომხმარებლებს. დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესების განვითარებას და მათ დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.


შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში საქართველოს ბანკში აქვს გახსნილი.