გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოთარ შამუგია აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

7-05-2022

ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა.


„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, აზერბაიჯანიდან მოხდა რამდენიმე ათეული ჯეირანის გადმოცემა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხრეს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობისა და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, 2013 წლიდან, ქურციკების რაოდენობა უწყვეტად იზრდება. 2021 წელს დაიბადა ქურციკების მე-7 თაობა და პოპულაციის რიცხოვნობამ დღეისთვის 200 ინდივიდს გადააჭარბა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) რეგიონული პროგრამის ფარგლებში, საართველოში დაიწყო ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და მის მოსაზღვრედ, აზერბაიჯანში მდებარე ზაქათალას ნაკრძალს შორის. ამ დაცული ტერიტორიების შერჩევა განაპირობა მათმა უნიკალურობამ.


„ბიომრავალფეროვნების კუთხით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და ზაქათალას ნაკრძალი მნიშვნელოვანია მთელი კავკასიის რეგიონში, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკორეგიონი მსოფლიოში. ლაგოდეხის და ზაქათალას დაცული ტერიტორიების რთული მთიანი რელიეფის და გეომორფოლოგიური სტრუქტურების გათვალისწინებით, რთული იყო მონიტორინგის შესაბამისი მეთოდოლოგიების შერჩევა, თუმცა, ორი ქვეყნის ექსპერტების ძალისხმევით და ჩართულობით ეს მოხერხდა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და დოფლის მეურნეობის მინისტრის პირველუ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულყფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.