გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კომუნიკაციების კომისიამ „მედიის ეკონომიკაში“ ოზურგეთის N2სკოლის მოსწავლეები გადაამზადა

10-05-2022

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ოზურგეთის N2 სკოლის IX-X კლასის 21 მოსწავლე „მედიის ეკონომიკაში“ გადაამზადა. ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ასევე ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში და როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა.


მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. კომუნიკაციების კომისიამ საგაკვეთილო მოდული კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა და სპეციალურად ქართულ სკოლებზე მოარგო.


„მედიის ეკონომიკის“ პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ მოზარდების ცნობიერების დონის ასამაღლებლად.


კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მიმდინარეობს. „მედიის ეკონომიკის“ პროექტი ბავშვებს წარმოდგენას უქმნის სოციალური მედიის ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრინციპებზე. ამასთან, პროექტის მიზანია, მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.