გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი ბრეგაძე: ყალბი ინფორმაციის გავრცელებით სააკაშვილის ოჯახის წევრებს ძაბავთ და ხესაზოგადოებაში მღელვარების გავრცელებას უწყობთ ხელს, ეს მავნებლობაა

10-05-2022

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სიცრუეა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:


„ახლა თქვენ რა ინფორმაციასაც აჟღერებთ, ეს არის ტყუილი და ნუ ემსახურებით დეზინფორმაციას. თქვენ ახლა მტკიცებით ფორმაში ავრცელებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ტყუილი – ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. ის, რაც თქვენ თქვით, არის აბსოლუტური სიცრუე. სწორედ ამიტომ ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მისი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივ მღელვარებას, და ეს არის მავნებლობა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.