შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ამ გლობალურ არეულობაში, რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს არსებობს

10-05-2022

,,გარკვეული ორკესტრირება ხდება სიტუაციის დაძაბვის მიზნით, სანქციები, ომი, არეულობა, ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ პროცესის დამკვირვებლები ლოგიკური ბმას, რა თმა უნდა, ამ ყველაფერში ხედავენ," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, სურვილი, რომ საქართველო ჩართული იყოს ამ გლობალურ არეულობაში არსებობს.

 

,,საქართველო ამ გლობალურ არეულობაში, რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს არსებობს. ყოველ შემთხევაში, ჩვენი პოზიცია, მყარი და ცალსახაა, რომ რაიმე ფორმით ჩვენი ჩართვა, ამ ომში არის დამანგრეველი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. მე კიდევ ერთხელ, რა თმა უნდა, დარწმუნებას გამოვთქვამ, რომ ყველა ჩვენ პარტნიორს და მოკავშირეს ეს კარგად ესმის და არ იქნება, მათი მხრიდან არანაირი მაპროვოცირებელი ნაბიჯი ამ კუთხით გადადგმული," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.