გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო ფოჩხუა გიორგი ვაშაძეს: სამაგიეროდ, მოსახლეობას აინტერესებს და არ დაივიწყებს დაკარგულ ტერიტორიებს, ქვეყნის ოკუპაციას, ბიზნესის ტერორს, შელახულ და ფეხქვეშგათელილ ადამიანის უფლებებს

10-05-2022

დღეს გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეტალურად გაახსენა "ომის პარტიას" მათი მოღვაწეობის წლები, გაახსენა ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სისხლიან დაპირისპირებაში იყვნენ საკუთარ მოსახლეობასთან. პასუხმაც არ დააყოვნა და ვისგან, გიორგი ვაშაძისგან, რომელიც სიტყვით "ომის პარტიისგან" დისტანცირებულია და დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, საქმით კი ისიც "ომის პარტიის" წევრია - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 

 

„დღეს გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეტალურად გაახსენა "ომის პარტიას" მათი მოღვაწეობის წლები, გაახსენა ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სისხლიან დაპირისპირებაში იყვნენ საკუთარ მოსახლეობასთან. პასუხმაც არ დააყოვნა და ვისგან, გიორგი ვაშაძისგან, რომელიც სიტყვით "ომის პარტიისგან" დისტანცირებულია და დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, საქმით კი ისიც "ომის პარტიის" წევრია. მე არ მაინტერესებს პრეისტორიული წარსული, ბრძანა მან.

 

სამაგიეროდ, საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და არ დაივიწყებს არასდროს დაკარგულ ტერიტორიებს, ქვეყნის ოკუპაციას, ბიზნესის და ბიზნესმენების ტერორს და წართმეულ ქონებას, შელახულ და ფეხქვეშგათელილ ადამიანის უფლებებს. აი ზუსტად ამას არ პატიობს და მომავალშიც არ აპატიებს ქართველი ხალხი "ომის პარტიას," მიუხედავად დიდი მცდელობისა წაშალონ ადამიანების მეხსიერებიდან წარსული.“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.