გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინაში ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ქვეყანაც აღდგება, მაგრამ შვეიცარიის საბანკო სექტორს რეპუტაციის აღდგენაზე შეიძლება გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს

10-05-2022

ეს რეპუტაციული დანაკარგები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი შვეიცარული ბანკები, როგორიც არის მაგალითად Credit Suisse, მის კლიენტებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო, დანაკარგის საკომპენსაციო თანხის გადმორიცხვის დაყოვნებას "აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით" აუხსნიან - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიმდინარე მოვლენებს.

 

„უკრაინაში ომმა და ასევე სანქციებით ომმა, შვეიცარიის ბანკებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგანაც სანქცირებულ პირების აქტივებზე გამოცხადებული ნადირობის შედეგად, ეს ბანკები მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ობიექტები გახდნენ.

 

შესაბამისად შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია რისკავს საკუთარი რეპუტაციით. ეს რეპუტაციული დანაკარგები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი შვეიცარული ბანკები, როგორიც არის მაგალითად Credit Suisse, მის კლიენტებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო, დანაკარგის საკომპენსაციო თანხის გადმორიცხვის დაყოვნებას "აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით" აუხსნიან.

 

არ ვამტკიცებ, უბრალოდ ვვარაუდობ, ეს შესაძლოა არ გახლდეთ მხოლოდ ბანკის გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაის ომის კვალობაზე აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილია მიზნობრივი საკოორდინაციო საერთაშორისო ჯგუფი KleptoCapture (ინფორმაცია იხ. ქვემოთ), რომელსაც შეიძლება ითქვას აქვს გარკვეული კონტროლი შვეიცარიის ბანკებისა და მათი კლიენტების ურთიერთობებზე.

 

უკრაინაში ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ქვეყანაც აღდგება, მაგრამ შვეიცარიის საბანკო სექტორს რეპუტაციის აღდგენაზე შეიძლება გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.