გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური თამაშები გრძელდება

25-05-2018

   მაისის ბოლო შაბათ-კვირა დატვირთული იქნება შეჯიბრებით.


    26 მაისს  11:00 საათზე ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს კალათბურთში.

 

   ამავე დღეს 12:00 საათზე სპორტკომპლექს „ახალ თბილისში“ გაიმართება დასავლეთ საქართველოს გოგონათა ზონალური პირველობა ფრენბურთში.

 

   27 მაისს 12:00 საათზე კი სპორტკომპლექს „ახალი თბილისში“ ვაჟთა გუნდების ფრენბურთის ნახევარფინალური და ფინალური თამაშები შედგება.

 

    დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობას მაგიდის ჩოგბურთში 27 მაისს ქ. ქუთაისის N 11 სპორტსკოლა უმასპინძლებს.  დასაწყისი 12:00 საათზე.

 

ხელბურთში  ნახევარფინალური და ფინალური თამაშები წყალტუბოს სპორტის სასახლეში ჩატარდება.

28 მაისს 15:00 საათზე ვაჟები იასპარეზებენ, ხოლო გოგონების გუნდები ერთმანეთს 29 მაისს 15:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

მაისის თვეში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას იმართება.

ივნისში კი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები  საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.