გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში 2100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უფასოდ დამუშავდება

11-05-2022

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება გრძელდება. მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი.


სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.


პროგრამის ფარგლებში 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი.