გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ონის მერიაში ააიპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი"-ს სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს უმასპინძლეს

11-05-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი"-ს სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელს - მინდია ღლონტს უმასპინძლა.


სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანი სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ააიპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" მართავს.


აღნიშნულ შეხვედრას ააიპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი"-ს მართვაში გადასული სოფლის ექიმები და ექთნები ესწრებოდნენ, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელმა - მინდია ღლონტმა, არსებული ვითარება შეაფასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ასევე, ექიმებს გონივრული გრაფიკის შემუშავება სთხოვა.


შეხვედრის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც პირნათლად ემსახურებიან.