გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხათუნა ხოფერია: აგენტურის გაღიზიანება იმის დასტურია, რომ არ უნდა გავჩერდეთ და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას; გპირდებით, საზოგადოებას ვეტყვი სიმართლეს ყველა საშუალებით, რაზეც ხელი მიმიწვდება

11-05-2022

როგორ ფიქრობთ, რომელ სამართლებრივ ნორმებშია შესაძლებელი ჩაატიო: ვინმე არახამიას მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, მიხეილ მაჭავარიანის მხრიდან წამოსული მუქარა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ დროულად არ გამოიყენებს საქართველო შანსს, ზელენსკი მოითხოვს პარტნიორებისგან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და მას უარს ვერავინ გაუბედავს. რომელი ნორმატიული აქტით უნდა შეფასდეს სამართლებრივად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ?! ან, იქნებ, უკვე შეფასდა დეკანოიძისა და ომი პარტიის სხვა დამქაშების მიერ საერთაშორისო დონეზე გავრცელებული ტყუილი საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე? რომელი სამართლებრივი ნორმები დაიტევს თავის შეფასებებში შანტაჟის ასეთ მაშტაბებს?! როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო ვიქტორ, ასეთ მაღალ დონეზე ორკესტრირებული შეტევები და კოორდინაცია - შვეიცარიიდან თანხების, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან ნახატების და გერმანიიდან ვერტმფრენის გადატანის შეჩერება, ევტუშენკოვის ზარი, უკრაინის ხელისუფლების ორკესტრირებული შტურმი, ნაციონალების და ენჯეოების ხმაშეწყობილი კამპანია, ლომჯარიასგან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამერიკელების გარეშე? - ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

ხათუნა ხოფერიას თქმით, ვიქტორ ყიფიანის განცხადების შემდეგ გარკვეული კითხვები გაუჩნდა ვიქტორ ყიფიანის მიმართ და რთულად ეჩვენება ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკური შეფასებების გარეშე.

 

„ძალზედ საინტერესო განცხადება გაავრცელა ბატონმა ვიქტორ ყიფიანმა. განცხადებაში მოყვანილია ბიძინა ივანიშვილისთვის "ხელოვნურად შექმნილი"(ვ.ყ.) ფაქტები. კერძოდ „კრედიტ სუისის“ მხრიდან კლიენტის უფლებების დარღვევის რამოდენიმე, ჩვენთვის ცნობილ ფაქტი, რომელსაც დაემატა ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან, გერმანიიდან წამოსული დარღვევებისა და შეფერხებების აქამდე უცნობი ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. ღმერთმა გაძლება მისცეს ივანიშვილს, რამე თუ, ეს ყველაფერი მარტის და აპრილის თვეებში ვითარდება. ანუ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შინაური თუ გარეული მტრების მხრიდან აქტიურად ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა - შანტაჟი. გარკვეული კითხვები გამიჩნდა ბატონი ვიქტორ ყიფიანის მიმართ და ვეცდები დავაზუსტო რამოდენიმე ფრაზა განცხადების ტექსტიდან.

 

"იმ შემთხვევაში, თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ." ბატონო ვიქტორ, ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი მოწოდება, მაგრამ ძალზედ რთულად მეჩვენება ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკური შეფასებების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რომელ სამართლებრივ ნორმებშია შესაძლებელი ჩაატიო: ვინმე არახამიას მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, მიხეილ მაჭავარიანის მხრიდან წამოსული მუქარა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ დროულად არ გამოიყენებს საქართველო შანსს, ზელენსკი მოითხოვს პარტნიორებისგან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და მას უარს ვერავინ გაუბედავს. რომელი ნორმატიული აქტით უნდა შეფასდეს სამართლებრივად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ?! ან, იქნებ, უკვე შეფასდა დეკანოიძისა და ომი პარტიის სხვა დამქაშების მიერ საერთაშორისო დონეზე გავრცელებული ტყუილი საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე? რომელი სამართლებრივი ნორმები დაიტევს თავის შეფასებებში შანტაჟის ასეთ მაშტაბებს?!

 

როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო ვიქტორ, ასეთ მაღალ დონეზე ორკესტრირებული შეტევები და კოორდინაცია - შვეიცარიიდან თანხების, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან ნახატების და გერმანიიდან ვერტმფრენის გადატანის შეჩერება, ევტუშენკოვის ზარი, უკრაინის ხელისუფლების ორკესტრირებული შტურმი, ნაციონალების და ენჯეოების ხმაშეწყობილი კამპანია, ლომჯარიასგან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამერიკელების გარეშე? დიახ, ამერიკელების გარეშე! გუშინაც საპასუხოდ „ომის პარტიის“ ლამის ყველა შიდა თუ გარე სპიკერი „გამოაგორეს“ - გვარამიათი, უსუფაშვილით და სამადაშვილით დაწყებული, მშვენიერაძით, ხუხაშვილით და ზაქარეიშვილით დამთავრებული.

 

სპეკულაციების ნაცვლად, ჯობდა ამ ადამიანებს განემარტათ, რას ნიშნავს, როდესაც შვეიცარიაში, ბრიტანეთში, ამერიკაში და გერმანიაში რამდენიმესაათიან პროცედურას თვენახევარზე მეტს ანდომებენ. რას იტყოდნენ ეს ადამიანები, მათთვის რომელიმე ქართულ ბანკს მათივე კუთვნილი თანხა თვენახევარი რომ არ მიეცა? სინამდვილეში, არაფერი აქვთ სათქმელი და ამიტომ არიან გადასული ცარიელ აგრესიაზე. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ესენი ვინც არიან და ვისაც ემსახურებიან.

 

ადვოკატი მშვიდად რომ ამბობს, რომ, თურმე, ერთდღიანი პროცედურა თვენახევარში მიყავთ ბოლომდე, ნუთუ ასეთი პრაქტიკა უკვე ნორმად უნდა მივიღოთ? არა მგონია, ასეთი შედეგი ვინმეს კმაყოფილების საფუძველს აძლევდეს. კანონი და წესები შეიძლება დაარღვიო, მაგრამ ამ დარღვევასაც აქვს თავისი უკიდურესი ზღვარი. ბუნებრივია, ისევე მოუწევს შვეიცარიულ ბანკსაც საბოლოოდ ყველა გადარიცხვის განხორციელება, როგორც ეს ვერტმფრენისა და ნახატების შემთხვევაში მოხდა. მაგრამ! სწორედ პოლიტიკური შეფასებების ჭრილშია მხოლოდ შესაძლებელი იმ ერთადერთი და ძალზედ სამწუხარო დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის ტიპიური შანტაჟი. დარწმუნებული ვარ, ამ შანტაჟით ისინი მაინც ვერაფერს მიაღწევენ! კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ზუსტად ვიცი, რომ ის ქვეყანას არასოდეს უღალატებს. ამას ამბობთ თქვენც და კარგია, ბატონო ვიქტორ, რომ ამ ჭეშმარიტებასი ერთნი ვართ! აგენტურის გაღიზიანებაც იმის დასტურია, რომ არ უნდა გავჩერდეთ და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას. გპირდებით, რომ საზოგადოებას ვეტყვი სიმართლეს ყველა საშუალებით, რაზეც ხელი მიმიწვდება. ხვალ საღამოს იმედის ეთერში ვარ მიწვეული და იქაც კიდევ ერთხელ ვეტყვი საზოგადოებას გულახდილად ყველაფერს“ - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ზე.