11-05-2022
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2026 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.
პროგრამა:,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება"ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ- ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა- ძიებას და ძეგლების პოპულარიზაციას.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება ხინოს ეკლესიისა და ხიხანის ციხის რეაბილიტაცია, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია. მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო- აფსაროსის ციხის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო- მარკეტინგული ღონისძიებები.
საჯარო განხილვას სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.