გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩეველს ვერ იმხრობ და ტირილით საზღვარგარეთ გარბიხარ არის ფსკერი პოლიტიკურიც და ზნეობრივიც

12-05-2022

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგას - აიძულებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას”, უფრო საღ ვითარებაში მოხდეს რიგგარეშე თუ რიგითი არჩევნების ჩატარება”.

 

მისი თქმით “აიძულებს დასავლეთი" აი ამ სიტყვების შემდეგ პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია "სტრატეგია აღმაშენებელი".

 

“აიძულებს დასავლეთი" .. აი ამ სიტყვების შემდეგ პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია "სტრატეგია აღმაშენებელი" თავის ვაშაძე-ჩიხლაძეებით და სხვებით. როდესაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩეველს ვერ იმხრობ და გალახული ბავშვივით ტირილით საზღვარგარეთ გარბიხარ "უფროს ბიძიებთან" დამეხმარე და შენი ვიქნებიო, ეს არის ფსკერი პოლიტიკურიც და ზნეობრივიც”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.