26-05-2018
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო.
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება კი პარკში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისულ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა შოუ პროგრამაში მონაწილეობა მიეღოთ. 26 მაისის აღნიშვნა რუსთავში დასკვნითი კონცერტით დასრულდა. ნახეთ ფოტოები