გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

12-05-2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ( EBRD) საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022-2023 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება.


ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა.


აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს მაროკოში იმართება.


ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრას 2023 წელს უზბეკეთის ქ. სამარყანდი უმასპინძლებს.