26-05-2018
გორის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხეს. ,,მრავალჟამიერით“ კონცერტი ანსამბლმა ,,გორმა“ გახსნა. მოსახლეობა საბრძოლო ტექნიკის დათვალიერებას, საგანგებოდ მოწყობილი კუთხეებისა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღებას მთელი დღის განმავლობაში შეძელებს. 12:00 საათიდან მოედანზე მიმდინარეობს ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები, ქართული საბრძოლო ხელოვნების-ხრიდოლის საჩვენებელი წარმოდგენა. ღონისძიებები ქორეოგრაფიული ფესტივალით გაგრძელდება. ფოლკლორულ სიმღერებსა და ცეკვებს წარმოადგენენ ანსამბლები ,,გორი“ და ,,ნართები“. დღის დასკვნითი ღონისძიება - გალა კონცერტი 19:30 წუთზე დაიწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მილოცვას ანსამბლი ,,ალილო“, ჯგუფი ,,ნიკოლ-შოუ“ და ცნობილი ახალგაზრდა მომღერლები გააგრძელებენ. დღესასწაული 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.
"interpresniusi"