13-05-2022
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის", – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
მინისტრის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ზრუნავს მეტწილად საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
„ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.