გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები; ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს

13-05-2022

ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად.


„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, ნამდვილად არ მაინტერესებს. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი. საქართველოში ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს და ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე ვიფიქროთ, შენებაზე ვიფიქროთ,"- აღნიშნა პრემიერმა.