გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ

13-05-2022

ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო არ არის.


„არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი,"- აღნიშნა პრემიერმა.