გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი "ტვ პირველზე": ჯერ ტრადიციულად ხელისუფლებას დააბრალეს რუსული გემით საწვავის შემოტანა, მერე დადგინეს რომ კეზერაშვილის კომპანიისთვის შემოდიოდა საწვავი თვით დეზინფორმაციისა და ფეიკის ოსტატებმაც დუმილი არჩიეს

13-05-2022

"ტვ პირველი", "მთავარი" და "ფორმულა" მუდმივად რუსული კვალის "ძიებაში" არიან-ამ "ძიება -კვლევაში" კი ისე იხლართებიან, რომ ხშირად, საკუთარ პატრონსაც ვერ სცნობენ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტვ-პირველის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში რუსული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა საწვავი შემოიტანა.

 

სინამდვილეში, გემაა “ტვ პირველის” ერთ-ერთი სპონსორის - კეზერაშვილის კუთვნილი “გალფისთვის” საწვავი მართლაც შემოიტანა.

 

 „ტვ პირველი, "მთავარი" და "ფორმულა" მუდმივად რუსული კვალის "ძიებაში" არიან-ამ "ძიება -კვლევაში" კი ისე იხლართებიან, რომ ხშირად, საკუთარ პატრონსაც ვერ სცნობენ. ასე მოუვიდათ ახლაც, ჯერ ტრადიციულად ხელისუფლებას დააბრალეს რუსული გემით საწვავის შემოტანა, მერე რომ დადგინეს რომ კეზერაშვილის კომპანიისთვის შემოდიოდა საწვავი თვით დეზინფორმაციისა და ფეიკის ოსტატებმაც დუმილი არჩიეს, უფრო სწორად კი გაყუჩდნენ, რუსული კვალი კი არა ნისლიც გააქრეს მგონი“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.