გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

14-05-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი.


ახალი საგრანტო ოფისი ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა. მან სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს Horizon Europe-ისსაგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ნუნუ მიცკევიჩის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.


საგრანტო ოფისის გახსნის ღონისძიებას HorizonEurope-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამ ეტაპზე HorizonEurope-ის საგრანტო ოფისები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით,  2021 წელს საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის HorizonEurope-ის წევრი გახდა. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს წარმომადგენლებს   საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. საქართველოში დაფუძნდა HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი, რომლის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. სწორედ ეროვნული ოფისის ქოლგის ქვეშ ერთიანდება საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები.


HorizonEurope, 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ მასშტაბურ სამეცნიერო პროგრამებში და ევროპელ კოლეგებთან ერთად  სხვადასხვა პროექტი განახორციელონ.