14-05-2022
ჟენევაში საქართველო-EFTA თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მხარეებმა გაცვალეს შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის მდგომარეობაზე. დელეგაციების წარმომადგენლებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია განხორციელებულ ეკონომიკური რეფორმებზე, მხარეთა შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე, განიხილეს ელექტრონული კომერციის სფეროში განვითარებული მოვლენები, ასევე იმსჯელეს შეთანხმებაში ელექტრონული კომერციის თავის დამატების საჭიროების საკითხზე.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე. ცვლილება მიზნად ისახავს არა საქართველოსა და EFTA-ს შორის მოქმედი წარმოშობის წესების შეცვლას, არამედ ზოგიერთ პროდუქციაზე პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებული რედაქციის ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობას - იმ ეკონომიკური ოპერატორების სასარგებლოდ, რომლებიც ამას აირჩევენ.
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტი EFTA-საქართველოს საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ხელი 2016 წლის 27 ივნისს მოეწერა და ძალაშია 2017 წლის სექტემბრიდან.