გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

14-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.


მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და ღონისძიებები განიხილა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღნიშნული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს.


ყურადღება დაეთმო ბაზარზე საწვავის ფასებს. პრემიერ-მინისტრს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის შუალედური ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა, აღნიშნულის თაობაზე კონკურენციის სააგენტომ პრემიერის ინიციატივით იმუშავა.


ამასთან, საუბარი შეეხო მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა მზის, ქარის, ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურების პროექტებზე.



აგრეთვე, საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს, ყურადღება დაეთმო კურორტების განვითარების გეგმას.


შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.