გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავში კინოჩვენებაზე მისულ მაყურებელს პროექტორი მოპარული დახვდა

28-05-2018

რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის ორგანიზებით ტრადიციული ველომსვლელობა - rustavi critical mass გაიმართა. მსვლელობას რომელიც რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყო, რამდენიმე ათეული ველომოყვარული შეუერთდა. კლუბის წევრებმა ქალაქის ქუჩები საპატრულო ეკიპაჟის ესკორტით მოიარეს, მერიასთან გაჩერდნენ და მოგვიანებით ცენტრალურ პარკში, ამფითეატრში ჩავიდნენ სადაც ფილმის ჩვენება უნდა ყოფილიყო. ადგილზე მისულმა ველომოყვარულებმა ველოსიპედები დადეს და სკამებზე იმ იმედით გადაინაცვლეს რომ ფილმს უყურებდნენ. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა რომ პროექტორი საიდანაც ფილმი უნდა გაეშვათ დაიკარგა, სავარაუდოდ ის მოიპარეს. არსებობს ფოტო სადაც ცანს თუ როგორ დევს პროექტორი ერთერთ სკამზე, თუმცა ადგილზე, რამდენიმე წუთში მისულ ორგანიზატორებს ნივთი ამფითეატრის სცენაზე აღარ დახვდათ.

"ინფორუსთავი"