გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს ხელუხლებელი "კასტა", რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ

16-05-2022

პოლიტიკური საფარველით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისთვის,თუმცა საქართველოში არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი "კასტა", რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

 

მისი თქმით, პოლიტიკური კომპონენტი არა სამართალწარმოებაში, არამედ გვარამიას გარშემო ატეხილ ისტერიაში და "რადიკალების" მხრიდან წინაწარ ატეხილ აჟიოტაჟშია აქვე ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია, რომლის ქონებასაც ბოროტად განკარგავდა ბატონი გვარამია სტრასბურგის სასამართლომ კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

 

„ახლა დაიწყება ჟივილ-ხივილი,რომ საქმე პოლიტიზირებულია და გვარამია არ უნდა დაეკავებინათ... პოლიტიკური კომპონენტი ნამდვილადაა საქმეში ოღონდ არა სამართალწარმოებაში, არამედ გვარამიას გარშემო ატეხილ ისტერიაში და "რადიკალების" მხრიდან წინაწარ ატეხილ აჟიოტაჟში,რომ სასამართლოს ნებისმიერი მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნებოდა...

 

სინამდვილეში კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისათვის,თუმცა საქართველოში არის მცდელობა,რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი "კასტა",რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით... P.S. ისე, ის ტელეკომპანია,რომლის ქონებასაც ბოროტად განკარგავდა ბატონი გვარამია სტრასბურგის სასამართლომ დაუბრუნა კანონიერ მფლობელს...ცნობისთვის მაინც...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.