გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: "მომგებიანი" პოზიციაა 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ, ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს"

16-05-2022

ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს" - ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა” - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, მომგებიანი პოზიციაა, როდესაც ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნი "დასაჭერთა სიებს."

 

"ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს" - ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა. პირადად მე ხელში მეკავა და ვფურცლავდი 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში კასრებში აღმოჩენილ რვეულს სახელწოდებით - "დასაჭერთა სია", ასევე აჭარაში "გასატყავებელ ბიზნესმენთა" ჩამონათვალს. ორიოდე კვირის წინ კი გავეცანი ნაცმედიის, ასევე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მუქარას ჩემსა და ჩემი მეგობრების მისამართით - ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე.

 

 

მე მხოლოდ იმით დავინტერესდი - რა მუხლით აპირებენ ჩემს დაჭერას, მერე მივხვდი, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში - მუხლს მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. დღეს ნაცმედიის შიდა თუ საგარეო მხარდამჭერთა მიერ, განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიზირებული სარჩულის მიკერების თითოეულ მცდელობაზე, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, აუცილებლად ექნება სიმეტრიული პასუხი - პოლიტპატიმრებზეც, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეც, მედიის შევიწროებაზეც, ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთზეც, ვეტერინარიაზე უფრო დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებაზეც და უამრავ სხვა, დასაფიქრებლად საინტერესო ფაქტობრივ მონაცემებზეც” - წერს ქართველიშვილი.