გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, 2600 მასწავლებელი გადამზადდა

17-05-2022

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი 2021 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2600-ზე მეტი დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადაამზადა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდნენ და პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები - „გარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცეს.


„პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება თანმიმდევრული პროცესია, სადაც წარმატების გარანტი სასწავლო პროცესის სწორი წარმართვაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში დაიწყო გარემოსდაცვითი და აგრარული საკითების სწავლება. აღნიშნული საკითხების დაწყებით საფეხურზე ინტეგრირება და მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეებში გარემოსდაცვითი და აგრარული თემების მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.