28-05-2018
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც თეა გურგენიძემ ,,knews.ge-ს განუცხადა, ადგილობრივები იორმუღანლოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საათზე შეიკრიბებიან.
„დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ წერდა ბრძანებას ჩემი გათავისუფლების შესახებ. ვაპირებ, სასამართლოს მივმართო და გავასაჩივრო სამსახურიდან ჩემი უკანონოდ გათავისუფლება’’, - განაცხადა გურგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძე სკოლიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მოტივით მარტში გაათავისუფლეს.
,,დადასტურდა, რომ ბავშვზე რომ არ მიძალადია. სკოლის დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაეყრდნო სკოლის დისციპლინური კომიტეტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდებოდა",- აცხადებდა Knews.ge-სთან თეა გურგენიძე.
პედაგოგი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.