გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში პოლიციას მიცვალებულს ექსპერტიზის ჩასატარებლად არ ატანენ

28-05-2018

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში პოლიციას არ ატანენ მიცვალებულს ქუთაისში ექსპერტიზის ჩასატარებლად. “სხეული ისე დამწვარია, რომ იგი ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებს“, – აცხადებენ “თაიმერთან” საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ადგილობრივ მოსახლეს ირაკლი თორიას ჭურჭელი, რომელშიც ბენზინს ინახავდა, აუფეთქდა. უბედური შემთხვევა გამოწვეულია სიგარეტის ნამწვით. მამაკაცმა 99%-იანი დამწვრობა მიიღო და დღეს, რამდენიმე საათის, წინ ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ქალიშვილი ამბობს, რომ მთელი სოფელი გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, რათა მათ ვერ შესძლონ ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ ცხედრის ტრანსპორტირება ექსპერტიზის ჩასატარებლად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

timer.ge