გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთის მიდამოებში რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშა დააფიქსირეს

28-05-2018

რუსეთის დეფერაციაში მდებარე ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი სახელად მიშა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დააფიქსირეს.

შესაბამის ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.


„სელაპი "მიშა" (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს სელაპი საქართველოში 1936 წელს დააფიქსირეს“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუჩმანიძე.


მისივე თქმით, სელაპი, რომელსაც აფხაზები „მიშიკოს“ ეძახიან, ერთი თვის წინ გამოჩნდა.

"პია"