გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა- bolozari.bog.ge შექმნა

19-05-2022

საქართველოს ბანკი ახალგაზრდა თაობის ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლასგანაგრძობს, რათა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათზე მორგებული პროდუქტები, სერვისები და ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. იმისთვის, რომ ბოლო ზარისსამზადისიმოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, ბანკმა მათ სიახლე მოუმზადა. http://bolozari.bog.ge/- სპეციალურად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბანკმა მე-12 კლასელების ჰობების, ინტერესების, გემოვნებისა და იდენტობის შესაბამის ილუსტრაციებს მოუყარა თავი.

 

მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავთ რა დაიხატონ პერანგზე, სპეციალურად მათთვის შექმნილი ილუსტრაციებიდან შეძლებენ შეარჩიონ სასურველი, ჩამოტვირთონ ის და maika.ge-შიდაპრინტვის შემთხვევაში, sCoolCard-ით გადახდისას 40% ქეშბექით ისარგებლონ.

 

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3wEIJ4T

 

„ბოლო ზარის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პერანგების საშუალებით თვითგამოხატვაა. თუმცა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება ბოლო ზარამდე, იმატებს მღელვარება და ძნელდება იმ ერთი ვიზუალის შერჩევა, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან ერთად გაატარებს.  სწორედ ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსწავლეები ბოლო ზარისათვის სასურველი მზა ილუსტრაციის შერჩევას და მის სპეციალური ფასდაკლებით დაპრინტვას შეძლებენ. გარდა ამისა, ბოლო ზარისთვის sCool Card-მა მოსწავლეებს მათ საყვარელ კვების და გასართობ ობიექტებშისპეციალური შეთავაზებებიმოუმზადა, რომელიც ამ პერიოდს უფრო მრავალფეროვანს გახდის.ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, -აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

sCool Card-ის შეთავაზებების შესახებ მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია:

https://bit.ly/3wwIDw2