19-05-2022
ბათუმის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ბათუმის მუნიციპალიტეტსა დასაქართველოში გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორისსამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. მხარეები აფიქსირებენ მზაობას, ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროშიდა ხელი შეუწყონ სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას ბათუმის მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ხელმომწერები მზად არიან შეთანხმებულად იმოქმედონ, განავითარონ შესაძლებლობები და უზრუნველყონ არსებული რესურსები საკუთარი მანდატის ფარგლებში.
აღნიშნული პარტნიორობა წარმოიშვა EU-UNDP-ის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელიც ინოვაციური და სისტემური მიდგომების ტესტირებით ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების ხელშესაწყობად შემუშავდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტი კონკურსის წესით შეირჩა პორტფელის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი მოიზიდავს რესურსებს და ახალ პარტნიორებს, შეიმუშავებს პოლიტიკასა და განავითარებს შემდგომ ნაბიჯებს, ტრანსფორმაციული ინტერვენციის ფარგლებში ბათუმში სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად.
ხელმომწერები მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებენ კონსულტაციებს და დაგეგმავენ ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყონ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ბათუმში.