გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შედიან კონკრეტული ევროპარლამენტარის კაბინეტში, იქიდან გამოდის კონკრეტული განცხადებები, რაც მათი აგიტაციის შედეგია

20-05-2022

ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ახლა დადიან ევროკავშირის დერეფნებში, რომ მაქსიმალურად დააზღვიონ ყველაფერი. პრემიერი იყო ჩასული გუშინ, გუშინწინ, ახლა ბერლინშია მაკა ბოჭორიშვილი, არის სატელეფონო საუბრები, ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ იმისათვის რომ ჩვენი განაცხადი იყოს წარმატებული. ზუსტად იგივე დროს, ოპოზიციის წარმომადგენლები იგივე დერეფნებში დადიან და ზუსტად ისევე, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ იმ დერეფნებში, იგივეს აკეთებენ კადიდატის წევრობასთან დაკავშირებით - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“.

 

მისი თქმით, კანდელაკები, სამადაშვილები და ა.შ., სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები, დღეს დადიან დერეფნებში და პირდაპირ აგიტაციას და კამპანიას აწარმოებენ იმის წინააღმდეგ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შედიან კონკრეტული ევროპარლამენტარის კაბინეტში, იქიდან გამოდის კონკრეტული განცხადებები, რაც მათი აგიტაციის შედეგია.

 

 „ზუსტად იგივე გვარები - კანდელაკები, სამადაშვილები და ა.შ. ესენი არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები, მათ რა შეიძლება უწოდო, მე უბრალოდ არ ვიცი.

 

ეს ადამიანები დღეს დადიან დერეფნებში და პირდაპირ აგიტაციას და კამპანიას აწარმოებენ იმის წინააღმდეგ რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მაშინ როდესაც ჩვენ საპირისპირო კამპანიას ვაწარმოებთ რომ მივიღოთ კადიდატის სტატუსი.

 

საზოგადოებამ იცის ყველაფერი. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შედიან კონკრეტული ევროპარლამენტარის კაბინეტში, იქიდან გამოდის კონკრეტული განცხადებები, რაც არის მათი აგიტაციის შედეგი. ძალიან მარტივად არის ყველაფერი, იგივე ხდებოდა ვიზალიბარიზაციის დროს და იგივე ხდება სამწუხაროდ ახლაც. ეს არის არის მათი ბუნება. ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს კამპანიაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მთავარ განზრახვასთან - რამენაირად ჩართონ ჩვენი ქვეყანა ომში.

 

„სხვათა შორის, ეს კამპანიაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მთავარ განზრახვასთან. მათ ერთადერთი რამე სურთ ახლა, რამენაირად ჩართონ ჩვენი ქვეყან ომში. არის მარტივი გათვლა, რომ თუ ჩვენ ახლა ვერ მივიღებთ კადიდატის სტატუსს, ამ შემთხევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მღელვარება, მათ შეიძლება გაუჩნდეთ ახალი შანსები ხელისუფლების გადატრიალების, ბაკურიანის გეგმების განხორციელების და მერე ჩართავენ ამ ქვეყანს ომში. მაგრამ, ამას ვერ ეღირსებიან. ეს არის პირდაპირ მათი კამპანიის მთავრი განზრახვა და მთავარი მიზანი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.