ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭირვალე და რთული პროცედურა

20-05-2022

ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭირვალე და რთული პროცედურა წარდგენილი. ამაზე პასუხს ვაგებ, როგორც იურისტი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს რაც შეეხება სამართებლივ მხარეს, პრაქტიკულ მხარეს რაც შეეხება, შეფასდნენ მოსამართლეები, იმაზე კი არ საუბრობენ, რომ ვიღაცას მეტი ეკუთხვნოდა, ვიღაცას ნაკლები, არავითარი ფაქტი არ არსებობს აქაც.

 

„გამჭვირვალობას რაც შეეხება, ჯერ იუსტიციის საბჭოში ლაივსტრიმით გადაიცემოდა კონკრეტული პროცესი, კითხვები, პასუხები, ყველაფერი. პარლამენტში როცა გადმოვიდა აქაც პირდაპირ ეთერში შეეძლო მთელ საზოგადოებას არა მარტო თვალყური ედევნებინა, იურიდიულმა კომიტეტმა მიიწვია აბსოლუტურად ყველა სუბიექტი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასციაცია, ენჯეობი და ა.შ., რომ კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის. სად არის აქ გამჭივრვალობის დეფიციტი?

 

ამას ვამბობთ ზუსტად, რომ შესაბამისად, არის ნული ფაქტები, ცარიელი ზეპირი საუბარი. ჩვენ როდესაც განვიხილავთ რეფორმის პროცესს, დაგვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები და არა ზეპირი საუბარი. ფაქტების და მტკიცებულების საფუძველზე თუ მივიღებთ სამართლიან შენიშვნებს, რა თქმა უნდა ამის საფუძველზე გატარდება კონკრეტული რეფორმები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.