გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მიხეილ ჩხენკელმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

20-05-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს!“