გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ორ თვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარეს

20-05-2022

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების ბიზნეს ადმინისტრირების და საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტებმა სააგენტოში მორიგი პროფესიული პრაქტიკა გაიარეს. ორ თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულებას, უწყების ორგანიზაციულ მოწყობას და სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკას.


პროფესიული პრაქტიკის მიმდინარეობისას, სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს უწყების მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებმა, ასევე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა. წინასწარ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ სააგენტოს ყველა დეპარტამენტის საქმიანობას, დარგის რეგულირების, ავიაკომპანიების ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების, მათი ზედამხედველობის, მათ შორის, საინსპექციო შემოწმებების ჩატარების და შემდგომი მონიტორინგის ძირითად პროცესებს და პრაქტიკულ ასპექტებს.


ადგილზე სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად იღებს მონაწილეობას სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა პერიოდულობით, კითხულობენ ლექციებს საავიაციო უნივერსიტეტში, რაც მნიშვნელოვანია, მომავალი ავიასპეციალისტებისთვის თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პრაქტიკული ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით.