გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მერია რუსთავის მოსახლეობას სიახლეს სთავაზობს

28-05-2018

მოსახლეობას ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით განხადებები ადმინასტრაციულ ერთეულებში შეუძლიათ გააკეთონ. მერია რუსთავის მოსახლეობას სიახლეს სთავაზობს, აღნიშნული სერვისის მისაღებად მოქალაქეებსრუსთავის მერიაში მისვლა აღარ მოუწევთ, ისინი განცხადებებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გააკეთებენ.
პირველი განაცხადი ვახტანგ გორგასალის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით უკვე გაკეთდა.
როგორც ჩვენთან საუბრისას მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა პროექტი საპილოტე რეჟიმში მუშაობს და ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებების მიღება არის შესაძლებელი, თუმცა მომავალში სხვა მიმართულებების დამატებაც მოხდება.
“მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავისივე უბანში მიიღოს იგივე სერვისი, რისთვისაც მანამდე მერიაში უწევდათ მისვლა. ეტაპობრივად ჩაეთვება ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელსაც გასცემს მერია და არქიტექტურული სერვისები. აღნიშნული სიახლე არის კარგი, იმიტომ რომ რუსთავის მერიისა და მუნიციპალიტეტებს შორის ხდება ინფორმაციის უფრო სწრაფი მიმოსვლა, ასევე იზოგება დრო და რესურსი.“- განაცხადა რუსთავის მერიის აპარატის სერვისების განვითარების საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელმა თამთა დოკვაძემ.

"ინფორუსთავი"