გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს

20-05-2022

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანსგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს. ამის შესახებ მოძრაობის ერთ- ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა კვირის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რამდენიმე დღის წინ მოძრაობის დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ(უცნობი) საქართველოში ამერიკის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვან თემებზე კითხვებით მიმართა. პასუხები საელჩოსგან არ ჩანს, ამიტომაც, ამჯერად წერილობით მივმართავთ ქალბატონ ელჩს და საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ათიათასობით დამფუძნებლის სახელით ვითხოვთ პასუხებს, აღნიშა ვატო შაქარიშვილმა. მან ასევე გაასაჯაროვა წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


”მოგესალმებით, ქალბატონო ელჩო.


გწერთ პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით, ყოველივესათვის, რაც აშშ-ს ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სხვადასხვა ეტაპზე გაუკეთებია საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.


ამავდროულად, გწერთ შეშფოთებითა და წუხილით, რაც გამოწვეულია თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების შინაარსით. გამოვყოფთ, დამნაშავე გვარამიასთან დაკავშირებულ, ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარ და მიუღებელ შეფასებას, რომ სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზირებულად აღქმაც კი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ცხადია დაგვეთანხმებით - მართლმსაჯულება არ დგას აღქმებზე, არამედ ის ეფუძნება ფაქტებსა და კანონებს! მიგვაჩნია, რომ სწორედ აღქმებზე მითითება არის საქმის პოლიტიზირება. დამაზიანებელი კი ნამდვილად არის, ერთი დამნაშავის ბედის, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირება.


აქვე გვახსენდება თქვენი მოწოდება, მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში ვიხელმძღვანელოთ ე.წ. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებების მიხედვით.


ნება მოგვეცით მოგახსენოთ, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით, მეტიც, ის არის მიკერძოებული, იგი აქტიურად არის ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარმართულია დესტრუქციული ოპოზიციის მიერ. ქალბატონი ლომჯარია არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და შერჩევით ახორცილებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას.


ეს, რაც შეეხება ქალბატონ ლომჯარიას, ხოლო მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გაგვიჭირდება ერთ წერილში ყოვლისმომცველად განვიხილოთ მისი საქმიანობის ნეგატიური შედეგები და მის მიერ ჩადენილი იმძიმესი დანაშაულებები, ამიტომ ერთ ციტატას მოგიყვანთ მხოლოდ - სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.


ეს არის ამონარიდი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან “ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. შეგახსენებთ ამ უძიმეს ტრაგედიას, რომელიც დღემდე ჩვენი საზოგადოების მოუშუშებელი ტკივილია. უდანაშაულო ადამიანი პოლიციის მაღალჩინოსნებმა შსს-ს მინისტრის მეუღლის დავალებით გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს, შემდეგ კი ხელისუფლების ყველა შტო - სასამართლო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ასევე კონტროლირებადი მედია, ყველა ერთად მუშაობდა დანაშაულის დაფარვისთვის.


ეს არ იყო ერთი ცალკეული შემთხვევა, ეს იყო სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის ხელწერა, რომელიც კლავდა, აწამებდა, ატერორებდა, არ აღიარებდა ფუნდამენტურ უფლებებს - სიცოცხლის, კერძო საკუთრების, სიტყვის თავისუფლების და ა.შ.


ეს ყველაფერი ხელისუფლებაში ყოფნისას, ხოლო ოპოზიციაში მისი ყოფნის ყოველი დღე ემსახურება ერთადერთ მიზანს - რევანშის გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას.


ამ მიზნისთვის სააკაშვილი იყენებს საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს, პარტიულ მედიებს, რომლებიც არღვევენ ყოველგვარ დაწერილ თუ დაუწერელ სტანდარტებს, პროვოკაციულ პერსონებს, რომლებიც მიზნის მისაღწევად მიმართავენ ყველა უკანონო გზას.


ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას და მის პასუხისგებაში მიცემას ჩადენილი დანაშაულებებისთვის. სწორედ ეს იყო ერთ ერთი მთავარი პრეტენზია ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით.


ამიტომ, სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება გამოიწვევს უმართავ პროცესებს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი პრინციპები.


დღეს, სააკაშვილი არის ომის და დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც მას ახასიათებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაშიც შეუძლებელია არ დაეთანხმო, ჩვენი უახლესი ისტორიის და მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით. 2008 წელს სააკაშვილმა ვერ აარიდა საკუთარ ქვეყანას ომი. აღსანიშნავია, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ქალბატონი კონდოლიზა რაისის მემუარებში მოყვანილი ფაქტები, ასევე საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებები, რომლებიც ამყარებენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილის აფრთხილებდნენ არ წამოგებულიყო რუსეთიდან მომდინარე პროვოკაციას და არ ჩართულიყო ომში.


ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი კითხვები და გთხოვთ ნებისმიერი საჯარო ფორმით გაგვცეთ პასუხი

1) ემხრობით თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას
2) ემხრობით თუ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას
3) ემხრობით თუ არა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას


პატივისცემით, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“.