გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვებინარი „ფუტკრის როლი ეკოსისტემაში“ გაიმართა

20-05-2022

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ვებინარი „ფუტკრის როლი ეკოსისტემაში“ გამართა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდები ფუტკრის ოჯახის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, ასევე, ფუტკრის დანესტვრის შემთხვევაში რეკომენდაციები მიიღეს.


„ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნის ძირითადი მიზანი, ეკოსისტემაში ფუტკრის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.


ფუტკარს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც სასურსათო უსაფრთხოებაში, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის ფუტკარი არსებობს. ქართული (მთის რუხი) ფუტკარი კავკასიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მაგალითია, რომელსაც უნიკალური თვისებები აქვს: გრძელი ხორთუმი, კლიმატის მიმართ გამძლეობა, პროპოლისისა და თაფლის დიდი რაოდენობით დამზადების უნარი. ამ მახასიათებლების გამო, ქართულმა (მთის რუხი) ფუტკარმა, სხვადასხვა წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.