გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

GITA - სა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20-05-2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიის მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც Quantori-ისაღმასრულებელიდირექტორი (CEO) რიჩარდგოლობიდაკომპანიისსხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიების, ე.წ „life science” და ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

Quantoriწარმოადგენს ბიოტექნოლოგიების მეცნიერებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში კომპლექსური მონაცემების, ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვის მიმწოდებელ კომპანიას. Quantori ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის კომპანიებისთვის ქმნის და ავითარებს ისეთი უახლესი ტექნოლოგიების სისტემებს, აპლიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ახდენენ წამლების აღმოჩენის პროცესის აქსელერაციას და ხელს უწყობენ პაციენტთა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

 

Quantori პარტნიორული ურთიერთობებისას, მიზნად ისახავს, მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აღმოჩენისა და შემუშავება-განვითარების ხელშეწყობას, ღრმა სამეცნიერო კვლევების ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამულ მიდგომებთან და ალგორითმებთან შერწყმის გზით. Quantori საქართველო განსაკუთრებულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას. კომპანიაში უწყვეტად ხორციელდება სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილე ყველა წარმატებულ კანდიდატს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს.