ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
პრემიერ-მინისტრმა მეღვრეკისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

21-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.


განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.


მისი თქმით, საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული ორი სოფლის - მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო და მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზზე მცხოვრები სოფლების მოსახლეობისთვის.


საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება - 2 820 000 ლარია.


მთავრობის მეთაური სოფელ მეღვრეკისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა და მათ უახლოეს პერიოდში სოფელში ახალი სტადიონის მშენებლობას დაპირდა.