22-05-2022
,,ჩვენ პრობლემა გვაქვს საკუთარი ისტორიის ცოდნასთან. წარსულის ცოდნა ძირითადად მითებსა და გაუაზრებელ ზედაპირულობას ეფუძნება. ჩვენი ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები არ ვარგა. საბჭოთა პერიოდის წიგნების ძირითადი ნაწილი იდეოლოგიზირებულია, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაწილში,” - ასე აფასებს ჟურნალისტი ვახო სანაია საზოგადოების ცოდნის დონეს ქვეყნის ისტორიასთან დაკავშირებით.
მისი აზრით, სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი მსჯელობა ჩვენს წარსულ მოვლენებსა და მეფეებზე იწვევს ყიჟინას, გინებას, შეურაცხყოფას. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაბალ დონეზე მიუთითებს. ისტორიის ჩაბეტონება და მასზე მსჯელობის აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელია.
,,რადგან ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებით და თავისი კაპიტულანტური პოლიტიკის გასამართლებლად ერეკლე მეორისა და გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხი გაააქტიურა, საპასუხოდ სულ ორი გზა არსებობს - წაყრუება ან სიმართლის თქმა. წაყრუება შეცდომად მიმაჩნია.
პროპაგანდას სიმართლე უნდა დაუპირისპირო. ქართული ოცნება ამ თემას იყენებს. გასაგებია, მაგრამ საკითხი გაცილებით ღრმაა და კიდევ ბევრჯერ წამოყოფს თავს. ჩვენ პრობლემა გვაქვს საკუთარი ისტორიის ცოდნასთან. წარსულის ცოდნა ძირითადად მითებსა და გაუაზრებელ ზედაპირულობას ეფუძნება. ჩვენი ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები არ ვარგა. საბჭოთა პერიოდის წიგნების ძირითადი ნაწილი იდეოლოგიზირებულია, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაწილში. სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი მსჯელობა ჩვენს წარსულ მოვლენებსა და მეფეებზე იწვევს ყიჟინას, გინებას, შეურაცხყოფას.
ეს მხოლოდ და მხოლოდ დაბალ დონეზე მიუთითებს. ისტორიის ჩაბეტონება და მასზე მსჯელობის აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელია. ის, რომ მეფის ძეგლი გვიდგას, ხალხური თქმულებები გვაქვს, ლექსებს ვამბობთ, არ ნიშნავს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შევაფასოთ.
უნდა აღვნიშნოთ დამსახურებებიც და შეცდომებიც. შევისწავლოთ მისი ნაბიჯები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ვაკრიტიკოთ. გნებავთ, შევაქოთ, სადაც საჭიროა. სხვაგვარად ვიქნებით უმეცრები ჩვენსავე წარსულის გააზრებაში. გვეცოდინება საყველპურო დონეზე, სუფრაზე სასაუბროდ და შინაარსს კი ვერ გამოვიტანთ. რაც ამ დღეებში არაკომპეტენტური მოსაზრებები მოვისმინე, დამზაფრა. მიხვდი, რომ პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმომედგინა. გადავწყვიტე ივანე ჯავახიშვილის ნაშრომიდან ამონარიდები მოვიყვანო ერეკლეს გადაწყვეტილებაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე.
მგონი არ ვცდები, თუ ჯავახიშვილი ვასილ მაღლაფერიძეზე, გია ცაგარეიშვილზე, ირაკლი ქადაგიშვილსა და თვით სიმონ მასხარაშვილზე ცოტათი უფრო მცოდნედ მიმაჩნია საქართველოს ისტორიის საკითხებში. ზოგიერთი მათგანი უცოდინარია, ზოგიერთიც ვირეშმაკობს და რეჟიმის კარნახით მოქმედებს. ივანე ჯავახიშვილის ნარკვევიდან ფრაგმენტები იხილეთ ქვედა სტატუსებში” - წერს სანაია Facebook-ზე.