29-05-2018
სოფელ განმუხურში გაზიფიცირების მოთხოვნით, მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სეზონის მოახლოებასთან ერთად ტურისტების მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ.
აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდა. ზუგდიდის ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრის, დათა შელიას ინფორმაციით, ოჯახებში გაზის შეყვანა უფასო პროგრამის ფარგლებში უნდა მომხდარიყო, თუმცა არაერთი მიმართვის მიუხედავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამ საკითხით არ დაინტერესებულა.
„რა მოთხოვნაც ჩვენ გვაქვს თურმე ამის შესრულება შეუძლებელი ყოფილა. ხვალ ყველა ;ოჯახიდან გამოვა 3-5 წევრი და ყველა მხარეზე გზა გადაკეტილი იქნება“-ამბობს ადგილობრივი.