გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებენ, ზღვა ხალხი დადგება მის მხარდასაჭერად

23-05-2022

ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებენ, ზღვა ხალხი დადგება მის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„საუბრები იყო ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ერთხელ დაასანქცირეს, ბანკი დაუყადაღეს და ა.შ. მაშინ მე მარტო მივედი ორი კამერით და ვთქვი, ხვალ რიგებს ვერ გააწვდენთ იმდენი ხალხი მოვა მის მხარდასაჭერად თქო. ახლაც ნურავის ემუქრებიან სანქციებით. არავის ეშინია. დაასანქცირებენ? მერე რა? თვალს ვერ გააწვდენენ ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მან გაიღო, ეს იყო საკუთარი ოჯახის საფრთხეში ჩაგდება 2012 წელს. ამას ქართველი ხალხი არ დაუვიწყებს. იმ ვაჟკაცობას ყოველთვის დაინახავს და ყოველთვის მზად იქნება, რომ თუ ეს მოხდა, მხარდამჭერთა დიდი ზღვა დადგება“, - აღნიშნა მაღრაძემ.