გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის

23-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტალინა გიორგიევასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ რეფორმების მიზანი რეგიონის ფინანსურ ჰაბად საქართველოს ტრანსფორმაცია და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებაა.


"ნაყოფიერი საუბარი მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტალინა გიორგიევასთან. შეხვედრაზე ჩვენს სამომავლო პარტნიორობაზე ვისაუბრეთ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მადლობელი ვარ, საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის, რომელთა მიზანიც რეგიონის ფინანსურ ჰაბად საქართველოს ტრანსფორმაციაა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების დაჩქარების პერსპექტივით",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.