გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ილია დარჩიაშვილი პრემიერის შვეიცარიაში ვიზიტზე -პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან

23-05-2022

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3-დღიანი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსში. რა თქმა უნდა, ვიზიტის შინაარსობრივი ნაწილი არის, ერთის მხრივ, ეკონომიკური კომპონენტი, ხოლო მეორე ნაწილი, ეს არის - პოლიტიკური, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან და საკითხი ძირითადად შეეხებოდა, პოსტ-პანდემიურ პერიოდს, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობების გამონახვას.


„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან. მათთან ერთად იქნება განხილული ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს უცხოურ კომპანიებს, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ნაწილში, პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსების საკითხს და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.