გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე COP 26 რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში დევიდ მორანს შეხვდა

23-05-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში კლერ ოლბლესსა და COP 26 (გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენცია) რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში დევიდ მორანს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და მთავრობის პოლიტიკას გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ გლაზგოს კონფერენციის მიზნებთან მიმართებაში.


მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში რესურსების დივერსიფიკაციაზე, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) ათვისების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე აღნიშნა შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული ენერგოეფექტურობის დიდი პოტენციალი და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისების მნიშვნელობა.


გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, განახლებადი ენერგეტიკის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზები.


სტუმრებმა ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე საუბარი იყო ზოგადად ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ემისიების შემცირების პროცესში.